Accentnews.ge
abc: აშშ–ის დაზვერვა თეთრ სახლსა და პენტაგონს ვირუსის შესახებ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდა

abc: აშშ–ის დაზვერვა თეთრ სახლსა და პენტაგონს ვირუსის შესახებ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდა

08/04/2020 16:22:22 მსოფლიო

ტელეკომპანია abc-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვა თეთრ სახლსა და პენტაგონს ახალი ტიპის კორონავირუსის შედეგების შესახებ 2019 წლის ნოემბერში აფრთხილებდა. კერძოდ, როგორც არხის რეპორტიორები აცხადებენ, თავად გაეცნენ აშშ-ის სამედიცინო დაზვერვის ეროვნული ცენტრის (NCMI) ანგარშს, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი ინფექცია ვრცელდება, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს და ადამიანების ცხოვრებაზე მოქმედებს“ და რომ „არაკონტროლირებადი დაავადება აზიაში დისლოცირებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“.

არხის ცნობით, დაზვერვის სამსახურმა აღნიშნული ინფორმაცია, რომელსაც თან ახლდა თანამგზავრით გადაღებული ფოტოები თეთრ სახლს 2019 წლის ნოემბრის ბოლოს გადაუგზავნა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, კორონავირუსის შესაძლო კატასტროფული შედეგების შესახებ რამდენჯერმე იყო ინფორმირებული პენტაგონიც.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, ჩინეთში „კოვიდ-19“-ის სახელით ცნობილი დაავადება პირველად 2019 წლის 31 დეკემბერს დააფიქსირეს, თუმცა ჩინეთის მედიის ინორმაციით, უჰანის პროვინციაში ვირუსი პირველად 17 ნოემბერს დაფიქსირდა.

South China Morning Post-ი ფარულ სამთავრობო მონაცემებზე დაყრდნობით ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მხოლოდ გასული წლის ნოემბერში, ახალი კორონავირუსის სულ მცირე 266 შემთხვევა გამოვლინდა.

ჩინეთის მთავრობა არაერთხელ დაადანაშაულეს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S