ევროპარლამენტის შენობის ნაწილს უსახლკაროებს უთმობენ
08/04/2020 13:37:52 მსოფლიო
ევროპარლამენტის შენობის ერთი ნაწილი უსახლკაროებს დაეთმობა, სადაც მათ სადილით გაუმასპინძლდებიან,– ამის შესახებ ევროპარლამენტის თავმჯდომარემ დავიდ სასოლიმ განაცხადა:
„მოქალაქეებთან სოლიდარობა ევროპარლამენტის პოლიტიკის ხაზია. ბრიუსელის მერიასთან ერთად შევთანხმდით, რომ ევროპარლამენტის შენობის ნაწილი უსახლკაროებსა და საზოგადოების მოწყვლადი ფენის წარმომადგენლებს დავუთმოთ“.
ამასთან, როგორც ცნობილია, ევროპარლამენტის ერთ-ერთ შენობაში საველე ჰოსპიტალი გაიხსნება.
შეგახსენებთ, პანდემიის გამო ევროპარლამენტის შენობაში პლენარული სესიები სექტემბრამდე არ გაიმართება.


