ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსს 936 ადამიანი ემსხვერპლა
08/04/2020 13:28:40 მსოფლიო
ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში ახალ კორონავირუსს 936 ადამიანია ემსხვერპლა. გარდაცვლილთა ასაკი 22–დან 103 წლამდე მერყევობს.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 7095 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 55 242, გამოჯანმრთელებულია 135.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 82 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 430 000–ს გადააჭარბა, 303 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. 208 ადამიანიდან 48 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


