Accentnews.ge
BBC: მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია

BBC: მსოფლიოში ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია

08/04/2020 12:37:50 მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოს მასშტაბით ყოველი ხუთი ადამიანიდან ოთხი უმუშევარია,– ამის შესახებ BBC შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაზე დაყრდნობით იუწყება.

კვლევის თანახმად, მსოფლიოში დასაქმებულების 81% უმუშევარია: ნაწილმა სამსახური დროებით დაკარგა, ნაწილმა – სამუდამოდ. მსგავსი მდგომარეობა ეხება ბიზნესს როგორც განვიტარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პრობლემის დასაძლევად აუცილებელია კოორდინირებული, სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში დასაქმებულების მიერ სამსახურში გატარებული საათების საერთო რაოდენობა 6,7 პროცენტით შემცირდება.„ბიბისის“ ცნობით, ეს სრულ განაკვეთზე მომუშავე 195 მილიონი დასაქმებულის მიერ სამსახურში გატარებულ დროს უტოლდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S