Accentnews.ge
ქობულეთში საბერიკაცოს მასივის   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ქობულეთში საბერიკაცოს მასივის   გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

08/04/2020 12:15:47 რეგიონები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დამშრობ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება. ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები საბერიკაცოს მასივზე მიმდინარეობს.

ხე-მცენარეებისაგან და ნატანი მასისგან არხის 2600 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება.

სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურებას აღადგენს. აღდგენილი სისტემით დაახლოებით 150 ბენეფიციარი ისარგებლებს.

დამშრობ ქსელზე მიმდინარე სამუშაოებს კომპანია აპრილის ბოლოს დაასრულებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S