Accentnews.ge
რომის პაპი: „პანდემია შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებზე ბუნების პასუხია“

რომის პაპი: „პანდემია შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებზე ბუნების პასუხია“

08/04/2020 12:11:32 მსოფლიო

„პანდემია შესაძლოა, კლიმატის ცვლილებებზე ბუნების პასუხია“, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკმა გაზეთ „The Tablet and Commonwealth“–სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ვინ საუბრობს ავსტრალიის ხანძრებზე? ვინმეს ახსოვს, რომ ნავმა შესაძლოა, ჩრდილოეთ პოლუსი გადალახოს, რადგან იქ ყინული დნება? ვინ საუბრობს ახლა წყალდიდობებზე? მე არ ვიცი, არის თუ არა პანდემია ბუნების შურისძიება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ბუნების პასუხია“, – განაცხადა პაპმა.

მისივე თქმით, პანდემიის დროს სასულიერო პირებმა ლოცვა კიდევ უფრო გააძლიერეს. მან ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეები გაამხნევა და მათ ერთმანეთზე ზრუნვისკენ მოუწოდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S