Accentnews.ge
პანდემიის ფონზე თურქმენეთის ხელისუფლება დღეს მასობრივ სპორტულ ღონისძიებებს მართავს

პანდემიის ფონზე თურქმენეთის ხელისუფლება დღეს მასობრივ სპორტულ ღონისძიებებს მართავს

08/04/2020 11:27:47 მსოფლიო

კორონავირუსის პანდემიის ფონზე თურქმენეთის ხელისუფლება ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს მასობრივი სპორტული ღონისძიებებით აღნიშნავს.

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დახურულ ქვეყანაში – თურქმენეთში, ოფიციალური ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არაა გამოვლენილი. ავტორიტარულმა ლიდერმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა COVID-19 მხოლოდ ერთხელ – გასულ კვირას ახსენა. 7 აპრილს კი სახწლმწიფო ტელევიზიამ აჩვენა, როგორ დადის ბერდიმუხამედოვი ვეპოსიპედით და როგორ ჯირითობს ცხენით რამდენიმე ჩინოსანთან ერთად.

ამავდროულად აჩვენეს მასობრივი ველოგარბენის კადრები – რათა, როგორც აღინიშნა, «ცხოვრების ჯანსაღი წესისადმი ერთგულების დემონსტრირება მოეხდინათ». აშხაბადში მონაწილეთა რაოდენობამ 3 000 შეადგინა, რეგიონებში – 7 000. ნახსენები იყო ასევე სხვა სპორტული ღონისძიებები პარკებსა და სკვერებში.

ამასთან, “რადიო თავისუფლების” თურქმენეთის ბიუროს კორესპონდენტები გასულ კვირას იუწყებოდნენ, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ აგენტებს გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავდათ შემთხვევითი გამვლელები, რომლებიც ერთმანეთში კორონავირუსის თემაზე საუბრობდნენ.

20 მარტს თურქმენეთის მთავრობამ აშხაბადი ისე ჩაკეტა, რომ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია ამ გადაწყვეტილების მიზეზების შესახებ არ გავრცელებულა. ქვეყანაში ასევე შეიზღუდა ტრანსპორტის გადაადგილება დედაქალაქსა და რეგიონებს შორის, ადმინისტრაციულ საზღვრებზე კი საუშაგოები განათავსეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S