ბოლო ორი დღეა, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება
08/04/2020 11:24:58 მსოფლიო
რამდენიმედღიანი კლების შემდეგ ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.
8 აპრილს COVID-19–მა 757 ადამიანი იმსხვერპლა და 6180 დაინფიცირდა.
- 7 აპრილი – 743 გარდაიცვალა და 5478 დაინფიცირდა
- 6 აპრილი – 637 გარდაიცვალა და 4 273 დაინფიცირდა
- 5 აპრილი – 674 გარდაიცვალა და 6 023 დაინფიცირდა
- 4 აპრილი – 809 გარდაიცვალა და 7 026 დაინფიცირდა
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში COVID-19–მა 14,555 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 146,690, გამოჯანმრთელებულია 48 021.


