ჯანმო: "კორონავირუსთან დაკავშირებით ევროპულ ქვეყნებში დადებითი დინამიკა შეინიშნება"
08/04/2020 10:29:43 მსოფლიო
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის ჰანს ჰენრი კლუჯეს განცხადებით, ევროპის გარკვეულ ქვეყნებში ახალ შემთხვევათა რაოდენობა იკლებს. საუბარია ესპანეთზე, იტალიაზე, გერმანიაზე, შვეიცარიაზე, ავსტრიაზე, ჰოლანდიასა და დანიაზე.
თუმცა, მისი თქმით, მიუხედავად დადებითი დინამიკისა, აღნიშნული ქვეყნები კარანტინის მოხსნის საკითხს სიფრთხილით უნდა მოეკიდონ.
კლუჯემ გარდაცვლილთა სტატისტიკაზეც გაამახვილა ყურადღება:
„დაავადების ტვირთი გასაკუთრეით მძიმეა ხანშიშესული ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის, რომელთაც თანხმლები დაავადებებიც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქია, დაახლოებით ინფიცირებულების 40%-ის ჰოსპიტალიზაცია ხდება საჭირო, ხოლო 5%-ს ინტენსიური მკურნალობის განყოფილებები ესაჭიროება. მათ შორის ვინც დაიღუპა, ორი მესამედი მამაკაცია. გარდაცვლილთა 95% 60 წელს აღემატება. მათ უმეტესობას თანმდევი დაავადებები აღენიშნებოდათ, მათ შორის გულსისხლძარღვთა დაავადებები 66%-ში, დიაბეტი -29%-ში და თირკმლის პრობლემები 16%”.


