ლევან რატიანმა გუშინდელი განცხადება, რომ Covid-19 ყველამ უნდა მოიხადოს, განმარტა
08/04/2020 08:31:15 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განმარტა მის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, რომლის თანახმად, ახალი კორონავირუსი (Covid-19) ყველამ უნდა მოიხადოს.
"ინფიცირებულმა პაციენტებმა 80% შემთხვევაში შესაძლოა, ინფექცია ასიმპტომურად გადავიტანოთ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ შეიძლება, ვიყოთ ინფექციის მიმღები და გამავრცელებლები, ამიტომაა მოწოდებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინისტროს, NCDC-ს მიერ სოციალური დისტანცირება, მეც ვარღვევ ახლა კანონს, რომ თქვენთან სოციალური დისტანცირება არ მაქვს, ამიტომ, გადავწყვიტე ხვალიდან ინტერვიუები მოგაწოდოთ განსხვავებული წესით.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 13 მარტს დადო გამოცდილება, რომ 80% ადამიანების შესაძლებელია, დასნებოვდეს, ვიყოთ ინფექციის მატარებლებლები, მაგრამ არ ვიყოთ დაავადებული. ასეთი ადამიანები ყველაზე საშიშია საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ არიან 100%-ით ინფექციის გამავრცელებლები.
თუ დავავადდით ასეთ შემთხვევაში სამყაროს ადამიანების 20%, შესაძლებელია, 17%-ში დასჭირდეთ ინტენსიური თერაპია, რომელშიც გაერთიანებულია საშუალო და მსუბუქი შემთხვევა, მხოლოდ 3-5%-ია ადამიანების, რომელთაც შეიძლება, დასჭირდეთ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში.
ამ დაავადების გამოსავალში ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ალბათ, ყველას გაგვიგია "განწყობის თეორია", ვინაიდან იმუნური სისტემის სტაბილურობა ნევროლოგიურ სტატუსზეა დამოკიდებული, ვიყოთ ყველა კარგ განწყობაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.


