ბოლო 24 საათში უკრაინაში კორონავირუსით 206 ადამიანი დაინფიცირდა
08/04/2020 08:37:18 მსოფლიო
ბოლო 24 საათში უკრაინაში ახალი კორონავირუსით 206 ადამიანი დაინფიცირდა.
უკანასკნელი მონაცემებით, უკრაინაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 1 168-ს მიაღწია.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში გამოჯანრთელებულთა საერთო რაოდენობა 35-ს შეადგენს გარდაცვლილთა – 52–ს.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 82 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 430 000–ს გადააჭარბა, 303 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. 208 ადამიანიდან 48 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


