Accentnews.ge
რუსეთში კორონავირუსის 1 175  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსეთში კორონავირუსის 1 175  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

08/04/2020 08:03:26 მსოფლიო

რუსეთის 56 რეგიონში ახალი ტიპის კორონავირუსის 1 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, –ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, ოპერშტაბი იუწყება.

ამდენად, ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ამ დროისთვის 82 რეგიონში ინფიცირების 8762 შემთხვევა დასტურდება. ბოლო 24 საათში დაფიქსირებულია ხუთი ლეტალური გამოსავალი, ხოლო 86 პირი ვირუსისგან განიკურნა.

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 82 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 430 000–ს გადააჭარბა, 303 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

იხილეთ ასევე: კორონავირუსი და მდგიმარეობა საქართველოს სამეზობლოში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S