კორონავირუსმა ლონდონის სატრანსპორტო სამსახურის 14 თანამშრომელი, მათ შორის ავტობუსის 9 მძღოლი იმსხვერპლა
08/04/2020 07:33:24 მსოფლიო
ახალმა კორონავირუსმა ლონდონის სატრანსპორტო სამსახურის 14 თანამშრომელი, მათ შორის ავტობუსის 9 მძღოლი იმსხვერპლა. ამის შესახებ ქალაქი მერმა სადიქ კანმა განაცხადა.
"ლონდონის მერია არაერთ ღონისძიებას ატარებს იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს. ჩვენი სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ყოველდღიურად ემსახურებიან იმ ხალხს, რომელთაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი შეაქვთ", – განაცხადა მერმა და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.


