Accentnews.ge
ჯონ პრაინი კორონავირუსით გარდაიცვალა

ჯონ პრაინი კორონავირუსით გარდაიცვალა

08/04/2020 07:23:26 მსოფლიო

ამერიკელი ქანთრი მუსიკოსი ჯონ პრაინი 73 წლის ასაკში, ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

19 მარტს ვირუსით ინფიცირება პრაინის ცოლს - ფიონას დაუდასტურდა, ერთ კვირაში თავად მომღერალი პნევმონიის დიაგნოზით საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ფიონა პრაინის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრაინი ქანთრი სცენაზე 1971 წელს გამოჩნდა, ორმოცწლიანი კარიერის განმავლობაში მან 18 სტუდიური ალბომი ჩაწერა. მოპოვებული აქვს ორი გრემი, საუკეთესო ფოლკ ალბომის ნომინაციაში.

8 აპრილის მონაცემებით, აშშ-ში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 402,383 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან გამოჯანმრთელდა 22,539, ხოლო გარდაიცვალა 12,935 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S