ჩინეთმა რუსეთის მოსაზღვრე პროვინცია ჩაკეტა
08/04/2020 07:02:34 მსოფლიო
ქალაქ უხანის გახსნის შემდეგ, ჩინეთი მკაცრ კარანტინს ჩრდილოეთ ჰეილონგიანგის პროვონციის ქალაქ სუფნზე აწესებს. რუსეთის მოსაზღვრე პროვინციაში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ოფიციალური ინფორმაციით, ყველა მათგანი რუსეთიდან იყო იმპორტირებული.
სუფინში მოსახლეობას თავისუფლად მოძრაობა აეკრძალა. მოქალაქეები სახლში უნდა დარჩნენ და ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს აქვს უფლება დატოვოს სახლი, ისიც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთში გასულ დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღეებთან შედარებით მაღალი მონაცემია.


