ბოლო 24 საათში აშშ–ში კორონავირუსით 1 736 ადამიანი გარდაიცვალა
08/04/2020 06:07:12 მსოფლიო
ბოლო 24 საათში აშშ–ში ახალი კორონავირუსით 1 736 ადამიანი გარდაიცვალა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 12 857 ადამიანი მსხვერპლა, ინფიცირებულია 400 540, გამოჯანმრთელებულია 21 711.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 82 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 430 000–ს გადააჭარბა, 303 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. 208 ადამიანიდან 46 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.


