Accentnews.ge
ჭუბერში მდინარე ნენსკრა ადიდდა

ჭუბერში მდინარე ნენსკრა ადიდდა

07/06/2019 08:20:58 სხვა, საზოგადოება

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის თემში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ნენსკრას შენაკადი დევრულა ადიდდა, რამაც სოფელ ყარსგურიშთან დამაკავაშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა. ადიდებულია მდინარე ნენსკრაც, – იუწყება "პირველი არხი". 

ამასთან, სოფელი ყარსგურიში მუნიციპალურ ცენტრს მოწყვეტილი არ არის, რადგან არსებობს ცენტრამდე მისასვლელი შემოვლითი გზა.

მდინარე ნენსკრამ, რომელიც ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად ადიდდა, ჭუბერის ხეობაში გასულ წელს, 5 ივლისს სოფლის ნაწილი დატბორა. წყალმა დაანგრია და წაიღო საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო მიწები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S