
ვინ ვერ შეძლებს აგრარულ ბაზრებში ვაჭრობას – მინისტრის განმარტება
07/04/2020 13:40:12 ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აგრარულ ბაზრებში ვაჭრობის უფლება არ ექნებათ კონკრეტული დაავადებების მქონე და 70 წელს გადაცილებულ პირებს.
„თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებში, ისინი შეძლებენ ფუნქციონირებას. სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი მოთხოვნები, რომელიც წარედგინება აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული დაავადებების მქონე პერსონალი არ დაიშვას აგრარულ ბაზრებში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეებისთვის არსებობს შეზღუდვები იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამომდინარეობს ჯანდაცვის რისკებიდან. უპირველესი პრიოროტეტი ამ შემთხვევაში ჯანმრთელობის უზრუნველყოფაა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.