Accentnews.ge
რამდენიმედღიანი კლების შემდეგ ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

რამდენიმედღიანი კლების შემდეგ ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა

07/04/2020 13:37:40 მსოფლიო

რამდენიმედღიანი კლების შემდეგ ესპანეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

7 აპრილს ქვეყანაში დაავადებამ 743 ადამიანი იმსხვერპლა და 5478 დაინფიცირდა. 6 აპრილს დაავადებას 637 შეეწირა და 4 273 დაინფიცირდა.5 აპრილს ვირუსმა 674 ადამიანი იმსხვერპლა და 6 023 დაინფიცირდა. 4 აპრილს დაავადებამ 809 პირი შეიწირა და 7 026 დაინფიცირდა.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S