Accentnews.ge
თეთრი სახლის ექიმი – ამერიკელებს: „სიცხიანი 10 თვის შვილიშვილი არ ვნახე, რადგან გარშემომყოფები რისკის ქვეშ არ დავაყენე. დარჩით სახლში!“

თეთრი სახლის ექიმი – ამერიკელებს: „სიცხიანი 10 თვის შვილიშვილი არ ვნახე, რადგან გარშემომყოფები რისკის ქვეშ არ დავაყენე. დარჩით სახლში!“

07/04/2020 12:10:42 მსოფლიო

თეთრი სახლის კოორდინატორი ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში დებორა ბრიქსი აცხადებს, რომ პანდემიის რისკის გამო საკუთარი სიცხიანი 10 თვის შვილიშვილის ნახვაზე უარი განაცხადა.

მან ამერიკელებს კიდევ ერთხელ შინ დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„მე ვარ ექიმი. მე შემეძლო დღეს აქ არ ვყოფილიყავი. შევეცდები აგიხსნით რატომ. ჩემმა ქალიშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემს 10 თვის შვილიშვილს ტემპერატურა ჰქონდა. მე საკუთარი შვილიშვილის ნახვაზე უარი განვაცხადე. ჩემს ქალიშვილს ვასწავლე როგორ უნდა მოესმინა ბავშვის ფილტვებისთვის. არ წავედი იმიტომ, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენე ჩემი გარშემომყოფები. გთხოვთ დარჩით სახლში და ნუ გახვალთ ქუჩაში გადაუდებელი აუცილებლობის გარდა“, – მიმართა ამერიკელებს დებორა ბრიქსმა.

ექიმის სიტყვების შემდეგ მასთან მოშორებით მდგომმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბრიქსს ჰკითხა: „არ წახვედით თქვენი შვილიშვილის სანახავად?“

„დიახ, არ წავედი, მათ შორის თქვენ ორის გამო“, განაცხადა საპასუხოდ ექიმმა და მის გვერდით მდგომ პრეზიდენტსა და ვიცე–პრეზიდენტ მაიკ პენსზე მიუთითა.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში ახალმა კორონავირუსმა 10 943 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 367 659, გამოჯანმრთელებულია 27 039.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S