ჯანმო–ში შიშობენ, რომ შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ შესაძლოა, ვირუსის ახალი ტალღა გამოიწვიოს
07/04/2020 10:45:07 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შიშობენ, რომ შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ შესაძლოა ვირუსის ახალი ტალღა გაავრცელოს. ამიტომ, ჯანმო ქვეყნებს მოუწოდებს, შეზღუდვების მოხსნისას სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, შეზღუდვები ნაადრევად არ მოიხსნას, რათა ვირუსის ხელახალი გავრცელება არ მოხდეს. ეს იგივეა, როცა ავად ხარ, საწოლიდან ჯერ კიდევ ცუდად მყოფი ადგები და სირბილს დაიწყებ. ასეთ დროს შესაძლოა, დაავადება გაგირთულდეს“,-განაცხადა ორგანიზაციის პრეს–სპიკერმა კრისტიან ლინდმეიერმა.
ცნობისთვის: რამდენიმე ქვეყანა თანდათანობით შეზღუდვების მოხსნას იწყებს.


