
„დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედიკოსებს საუზმე მიართვა
07/04/2020 10:01:58 ეკონომიკა, საზოგადოება
ამერიკული რესტორნების ქსელმა „დანკინმა“ ინფექციურისა და პირველი საუნივერსიტეტო კლინიკების ბოქსირებული განყოფილების მედიკოსებს, დაუღალავი შრომისთვის მადლობის ნიშნად, საუზმე მიართვა და საშუალება მისცა, „დანკინის“ ყავითა და დესერტებით ენერგიულად დაეწყოთ დილა. აქცია „ვისოლ ჯგუფის“ სოციალური კამპანიის ნაწილია, რომელიც საზოგადოებას თანამედროვე გმირებს გააცნობს დევიზით #შექმენიისტორია.
შეგახსნებთ, რომ „დანკინის“ რესტორნები ახალი რეგულაციების გათვალისწინებით განაგრძობენ მუშაობას და Drive Thru-ს, Pick Up და მიტანის სერვისების (Glovo, Wolt და Menu.ge) საშუალებით, დილის 09:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე ემსახურებიან ერთგულ მომხმარებელს. COVID-19-თან ბრძოლაში ჩართულ მედიკოსებს კი „დანკინი“ საუზმეს მადლობის ნიშნად რეგულარულად მიართმევს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.