Accentnews.ge
აშშ: "რუსეთმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ქრთამის სანაცვლოდ მიიღო"

აშშ: "რუსეთმა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება ქრთამის სანაცვლოდ მიიღო"

07/04/2020 07:28:17 მსოფლიო

ამერიკის ფედერალურმა პროკურატურამ პირველად დაადანაშაულა რამდენიმე ქვეყნის ყოფილი საფეხბურთო ფუნქციონერები რუსეთისა და ყატარისგან ქრთამების აღებაში. ეს ქვეყნები ცდილობდნენ და მიიღეს კიდეც 2018 და 2022 წლების მსოფლილ ჩემპიონატების მათ ტერიტორიებზე ჩატარების უფლება.

გამამტყუნებელი დასკვნის თანახმად, FIFA-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ტრინიდადიდან ჯეკ უორნერმა რუსეთისგან 5 მლნ დოლარი მიიღო ჩრდილოვანი კომპანიების შუამავლობით. ამ თანხის ნაწილი ამერიკულმა ფირმებმა გადაიხადეს, რომლებიც მსოვლიო ჩემპიონატისთვის მზადებისას რუსეთის ინტერესებს წარმოადგენდნენ.

FIFA-ს აღმასკომის ყოფილმა წევრმა გვატემალიდან რაფაელ სალგერომ ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ 1 მილიონი დოლარი მიიღო, არგენტინელმა ხულიო გრონდონემ, პარაგვაელმა ნიკოლას ლეოსმა და ბრაზილიელმა რიკარდო ტეიშეიერმა კი ქრთამები აიღეს ყატარისგან.

2010 წელს კენჭისყრის პროცესს, რომლის შედეგადაც რუსეთმა და ყატარმა მსოფლიო ჩემპიონატების მათთან ჩატარების უფლება მოიპოვეს, სკანდალებისა და გამოძიებების სერია უძღოდა წინ. რუსეთმა მაშინ ინგლისთან, ნიდერლანდები-ბელგიასთან და ესპანეთ-პორტუგალიასთან დაპირისპირებაში იმარჯვა, რომლებიც ჩემპიონატების ერთობლივად ჩატარებას გეგმავდნენ. თავის მხრივ, ყატარმა იმარჯვა აშშ-სთან.

ამ შედეებმა მაშინვე ეჭვები გამოიწვია. კენჭისყრების მონაწილეთა ნახევარზე მეტი, მათ შორის FIFA-ს პრეზიდენტი ბლატერი ბრალდებების ობიექტად იქცა. მოგვიანებით, FIFA-ს ეთიკის საკითხთა საბჭოს გამოძიების შედეგად ბლატერმა თანამდებობა დაკარგა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S