Accentnews.ge
ბათუმში ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მუცლის ტკივილი და დიარეა აღენიშნებოდა

ბათუმში ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მუცლის ტკივილი და დიარეა აღენიშნებოდა

07/04/2020 07:06:07 საზოგადოება

ბათუმში ქალს, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა, მუცლის ტკივილი და დიარეა აღენიშნებოდა, ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად 60 წლამდე ქალის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.

როგორც ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, ეს არის ბათუმში დაუდგენელი ინფექციის წყაროდან შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა.

„ინფიცირებული ცხელების ცენტრამდე მუცლის ტკივილითა და დიარეით მივიდა სხვა კლინიკაში, ემერჯენსის განყოფილებაში მოგეხსენებათ არის საგანგებო სიტუაცია და მედპერსონალი იყო ეკიპირებული, მაგრამ კლინიკის ხუთი თანამშრომელი კარანტინში, ორი კი თვითიზოლაციაში გადავიდა. ინფიცირებული იმყოფებოდა ასევე ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში, ბუნებრივია არ დავასახელებ, რადგან იქ მიმდინარეობს კონტაქტების იდენტიფიკაცია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, ინფიცირებულს აღენიშნება ორმხრივი პნევმონია, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის არ არის მძიმე. ამჟამად ბათუმში კლინიკაში 10 ინფიცირებული იმყოფება.

იხილეთ ასევე: კორონავირუსის 10 ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სიმპტომი

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S