Accentnews.ge
კორონავირუსის 10 ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სიმპტომი

კორონავირუსის 10 ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სიმპტომი

02/04/2020 11:14:12 საზოგადოება

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების ძირითად სიმპტომებად მშრალი ხველა, ტემპერატურა, სუნთქვის გაძნელება, გემოსა და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვაა მიჩნეული. თუმცა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ დაავადებას სხვა ნაკლებად ცნობილი სიმპტომებიც ახასიათებდეს.

გთავაზობთ 10 ყველაზე ნაკლებად გავრცელებულ სიმპტომს, რომელიც ინფიცირებულებს აღენიშნებოდათ მანამ, სანამ ზემოთხსენებული ძირითადი სიმპტომები დაუფიქსირდებოდათ:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მაგალითად, დიარეა (იგივე ფაღარათი) და ღებინება.
  • სისუსტე
  • დისკომფორტის ზოგადი შეგრძნება
  • შეუძლოდ ყოფნა
  • დაბნეულობა
  • ციება
  • კუნთების ტკივილი
  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
  • ცხვირიდან გამონადენი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში)
  • ყელის ტკივილი (ძალიან იშვიათ შემთხვევებში)

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცადებით, ცხვირიდან გამონადენი COVID-19-ის პაციენტთა 5 პროცენტზე ნაკლებს აღენიშნება.

მისივე ცნობით, ცემინება ახალი კორონავირუსისთვის საერთოდ არ არის დამახასიათებელი. თუ თქვენ ცხვირიდან გამონადენი გაქვთ ან აცემინებთ, ეს უფრო ალერგიაზე ან გაციებაზე მიუთითებს. იგივე ითქმის ყელის ტკივილზეც, რომელიც კორონავირუსის ინფექციას იშვიათად ახლავს თან და უფრო მიუთითებს გრიპზე ან ჩვეულებრივ გაციებაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S