Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

07/04/2020 06:22:42 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 30 217 ინფიცირებული, 649გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 641 ინფიცირებული, 7 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 833 ინფიცირებული, 8 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 6 343 ინფიცირებული, 47 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 74 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 300 000–ს გადააჭარბა, 287 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 196 შემთხვევაა დადასტურებული. 196 ადამიანიდან 39 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S