Accentnews.ge
ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელში სრული კარანტინი გამოაცხადა

ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით ისრაელში სრული კარანტინი გამოაცხადა

07/04/2020 05:58:11 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით, 7-დან 10 აპრილის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინი გამოაცხადა.

როგორც სატელევიზიო მიმართვისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, აღნიშნული ზომის მიზანია, მოქალაქეები ოთხშაბათის საღამოს დარჩნენ სახლში და თავი შეიკავონ პასექის ტრაპეზზე ოჯახის წევრებთან სტუმრად მისვლისგან.

ბოლო მონაცემებით, ისრაელში ახალ კორონავირუსს 57 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულია 8904, გამოჯანმრთელებულია 585.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S