ჩინეთში შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ტურისტულ ზონებში ხალხმრავლობაა
06/04/2020 20:15:53 მსოფლიო
ჩინეთის მთავრობის მიერ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ქვეყნის ტურისტულ ობიექტებზე ხალხმრავლობაა,– იუწყება CNN.
ექსპერტები შიშობენ, რომ ვინაიდან ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია დასრულებული არაა, ეს შესაძლოა, რისკებს შეიცავდეს.
CNN–ის ცნობით, პეკინში, ჰუანშანის მთის პარკში, შანხაიშიც, ხოლო რესტორნების ნაწილში მომსახურების მისაღებად წინასწარი ჯავშანიც კი იყო საჭირო.
ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა, ოფიციალური ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელებამ საკმაოდ იკლო. ქვეყანაში ირწმუნებიან, რომ მაგალითად, 6 აპრისლ 39 ახალ შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა მათგანი იმპორტირებულია.
ჩინეთში მოხსნეს ან შეარბილეს მანამდე დაწესებული შეზღუდვები.


