ისრაელში რელიგიური დღესასწაულის წინ სრული კარანტინი წესდება
06/04/2020 20:03:28 მსოფლიო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა. კარანტინის რეჟიმი პასექის დღესასწაულის წინ – 2 აპრილს წესდება და 10 აპრილის ჩათვლით იმოქმედებს.
ინფორმაციისთვის: პასექი უდიდესი ებრაული დღესასწაულია. იგი ეძღვნება უფლის მიერ ებრაელთა გამოხსნას ეგვიპტელთა მონობიდან
ჩაიკეტება ქალაქებში შესვლა და გამოსვლა, მოსახლეობას კი სახლებიდან გამოსვლა აეკრძალება.
„არ დავუშვებთ ერთი თვის წინ პურიმის დღესასწაულზე მომხდარს, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების ეპიდემია გაჩნდა“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა მორწმუნეებს მოუწოდა, დღესასწაული შინ, ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნონ.
ბოლო მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით ინფიცირების 8 611 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 56 ადამიანი კი გარდაიცვალა.


