იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება
06/04/2020 18:57:55 მსოფლიო
ბოლო რამდენიმე დღეა, იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება. თუმცა რამდენიმედღიანი კლების შემდეგ ქვეყანაში COVID-19 –ით გარდაცვლილთა რაოდენობა დღეს კვლავ გაიზარდა.
დღეს, 6 აპრილს დაავადებამ იტალიაში 636 ადამიანი იმსხვერპლა და 3 599 დაინგიცირდა. 5 აპრილს COVID-19 –ით 525 ადამიანი დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა. 4 აპრილს 681 გარდაიცვალა და 4 805 დაინფიცირდა; 3 აპრილს 766 გარდაიცვალა და 4 585 დაინფიცირდა; 2 აპრილს 760 გარდაიცვალა და 4 668 დაინფიცირდა.
უკანასკნელი მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19–მა 16 523 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 132 547, გამოჯანმრთელებულია 28 700.


