ჯანმო პირბადეებთან დაკავშირებით ქვეყნებსა და მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს
06/04/2020 18:09:54 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თედროს ადჰანო გიბრეიესუსის განცხადებით, მოსახლეობის მიერ პირბადეების გადაჭარბებულ და არასწორ მოხმარებას, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს, არამედ შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს მათთვის, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება. შესაბამისად, ჯანმო–ს რეკომენდაციაა, ნიღბები დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ და მათ, ვინც სახლში პაციენტებს უვლიან.
მისი თქმით, ჯანმო-ს რეკომენდაციაა, გამოიყენონ სპეციალური ნიღბები, ასევე სხვა დამცავი საშუალებები სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება ნიღბების ფართო გამოყენებას, ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, შეისწავლონ მათი გამოყენების ეფექტურობა:
"მხოლოდ ნიღბების გამოყენება კოვიდ-19-ს ვერ შეაჩერებს. ამიტომ, ქვეყნებმა უნდა განაგრძონ ტესტირება, იზოლირება და დაავადების ყველა შემთხვევის მკურნალობა, ასევე დაავადებულთა ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტების გამოძიება".
ომისი თქმით, 20 კომპანია და სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. საერთაშორისო კვლევებში კი მსოფლიოს 70 ქვეყანაა ჩართული.


