იტალიაში კორონავირუსმა 100–ზე მეტი მედიკოსი იმსხვერპლა
06/04/2020 12:57:38 მსოფლიო
იტალიაში ახალმა კორონავირუსმა (Covid-19) 80 ექიმი და 21 მედდა იმსხვერკპლა. ამერიკული მედიის ცნობით, მათგან 2–მა ინფიცირებულმა მედდამ რომის საავადმყოფოში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ქვეყნის მასშტაბით 12 000 მედიკოსია ინფიცირებული.
ბოლო 4 დღეა, იტალიაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები შედარებით შემცირდა.. იტალიაში 5 აპრილს COVID-19 –ით 525 ადამიანი დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა. 4 აპრილს 681 გარდაიცვალა და 4 805 დაინფიცირდა; 3 აპრილს 766 გარდაიცვალა და 4 585 დაინფიცირდა; 2 აპრილს 760 გარდაიცვალა და 4 668 დაინფიცირდა.
უკანასკნელი მონაცემებით, დაავადებამ ქვეყანაში 15 887 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 128 948, გამოჯანმრთელებულია 21 815.


