Accentnews.ge
მედია: რუსეთსა და საუდის არაბეთს სურთ, ნავთობმოპოვების შემცირების საკითხზე ახალ ხელშეკრულებაში აშშ-ც ჩართონ

მედია: რუსეთსა და საუდის არაბეთს სურთ, ნავთობმოპოვების შემცირების საკითხზე ახალ ხელშეკრულებაში აშშ-ც ჩართონ

06/04/2020 13:00:40 მსოფლიო

რუსეთი და საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების შემცირების საკითხზე ახალი ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმებას კვლავ ვერ ახერხებენ და სურთ, ხელშეკრულებაში აშშ-ც ჩართონ, - იუწყება “Bloomberg”.

მოლაპარაკებები 6 აპრილისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა აზრთა სხვადასხვაობის გამო 8 ან 9 აპრილისთვის გადაიდო. Reuters-ის ცნობით კი, “დიდი ოცეულის” ენერგეტიკის მინისტრები 10 აპრილისთვის დაგეგმილ ვიდეოკონფერენციაზე ნედლეულის მოპოვების შემცირების პროგრამაში აშშ-ის ჩართვას შეეცდებიან. ექსპერტების აზრით, რუსეთი კომპრომისის სახით ამერიკული სანქციების ნაწილობრივმა მოხსნამაც შეიძლება, დააკმაყოფილოს. თუმცა ადრე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შესაძლებლობას გამორიცხავდა. გასულ კვირას, მედიის წარმომადგენლებთან ყოველდღიური შეხვედრის დროს ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, დააწესოს გადასახადი შტატებში ნედლეულის შეტანაზე, რათა დარგი მსოფლიო ბაზარზე ფასების ვარდნისგან დაიცვას. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა OPEC-ს “უკანონო სტრუქტურა” უწოდა, რომელიც “ვაშინგტონის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას იჩენს”. ამასთან, ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვი და ერ-რიადი შეთანხმების მიღწევას შეძლებენ. 30 მარტს მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 18-წლიან მინიმუმამდე დაეცა – Brent-ის ტიპის ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება 20 დოლარამდე შემცირდა. ნავთობზე მოთხოვნამ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ხისტ მეთოდებთან დაკავშირებით დაიკლო. კერძოდ, მკაცრად შეიზღუდა ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება, გაჩერდა უამრავი საწარმო. თუმცა OPEC-ის ქვეყნებმა და რუსეთმა ნედლეულის მოპოვების შემცირებაზე ვერ მოილაპარაკეს, რამაც ფასების ვარდნა კიდევ უფრო დააჩქარა. ამასთან, ერ-რიადმა მოპოვების მოცულობების ზრდა და ევროპაში ნავთობის მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიწოდება არ გამორიცხა.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ შეთანხმების მიღწევა მაინც შესაძლებელია, ფასი შედარებით გაიზარდა და ამ დროისთვის დაახლოებით 30-დოლარიან ნიშნულზეა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S