პოლონეთის პრემიერი: „დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით, პიკს მაისში ან ივნისში ველოდებით“
06/04/2020 12:15:14 მსოფლიო
პოლონეთის პრემიერ მინისტრ მატეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყანა ახალი კორონავირუსის პიკს მაისში ან ივნისში ელოდება.
„დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით“, – განაცხადა პრემიერმა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში დაავადებამ 98 ადამიანი შეიწირა, ინფიცირებულია 4 201.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 69 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 270 000–ს გადააჭარბა, 265 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული. 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


