Accentnews.ge
ავსტრია შეზღუდვებს მნიშვნელოვნად ამცირებს

ავსტრია შეზღუდვებს მნიშვნელოვნად ამცირებს

06/04/2020 10:36:39 მსოფლიო

ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი აცხადებს, რომ ქვეყანაში მცირე მაღაზიები მუშაობის განახლებას 14 აპრილიდან გეგმავენ. პირველი მაისიდან კი, იგეგმება ყველა მაღაზიისა და სავაჭრო ცენტრის გახსნა.

„თავდაპირველად გაიხსნება ის მაღაზიები, რომელთა ფართობი 400 კვადრატულ მეტრს არ აღემატება. ამასთან, სასტუმროები და რესტორნები მუშაობას ეტაპობრივად მაისის მეორე ნახევრიდან განაახლებენ. ავსტრიაში ივნისამდე საზოგადოებრივი ღონისძიებების გამართვა კვლავ აკრძალული დარჩება“, – განაცხადა სებასტიან კურცმა.

როგორც გამართულ პრესკონფერენციაზე ავსტრიის კანცლერმა განაცხადა, ავსტრიამ პრევენციულ ზომებს სხვა ქვეყნებზე ადრე მიმართა, რამაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა გააჩინა.

ორი დღეა, რაც ავსტრიაში გამოჯანმრთელებულების რაოდნება ახალი ინფიცირებულების რაოდენობას აჭარბებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S