ხანძრის გამო ჩერნობილთან რადიაციის დონე 16–ჯერ გაიზარდა
06/04/2020 10:27:03 მსოფლიო
ჩერნობილის ატომურ სადგურთან მდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო რადიაციის დონე 16–ჯერ გაიზარდა.
„ცუდი ამბები გვაქვს. რადიაცია დადგენილ ნორმაზე გაცილებით მაღალია. მისი დონე 16–ჯერ გაიზარდა“, – წერს უკრაინის სახელმწიფო ეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი იგორ ფირსოვი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ცეცხლი დაახლოებით 100 ჰექტარზეა გავრცელებული. ხანძრის ქრობის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ჩერნობილის ტერიტორია 1986 წლის ავარიის დროს დაბინძურდა და დღესაც რადიაციულად საშიშ ზონად ითვლება.


