იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მცირდება
06/04/2020 10:05:02 მსოფლიო
ბოლო 3-4 დღეა, იტალიაში, ესპანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები შედარებით შემცირდა.
იტალიაში 5 აპრილს COVID-19 –ით 525 ადამიანი დაიღუპა და 4316 დაინფიცირდა. 4 აპრილს 681 გარდაიცვალა და 4 805 დაინფიცირდა; 3 აპრილს 766 გარდაიცვალა და 4 585 დაინფიცირდა; 2 აპრილს 760 გარდაიცვალა და 4 668 დაინფიცირდა.
ეპანეთში 5 აპრილს ვირუსმა 674 ადამიანი იმსხვერპლა და 6 023 დაინფიცირდა. 4 აპრილს დაავადებამ 809 პირი შეიწირა და 7 026 დაინფიცირდა.
გერმანიაში 6 აპრილს ვირუსმა 92 ადამიანი იმსხვერპლა და 3677 დაინფიცირდა. 5 აპრილს დაავადებამ 184 პირი შეიწირა და 5936 დაინფიცირდა.
საფრანგეთში დაავადებამ 5 აპრილს 357 ადამიანი იმსხვერპლა, 4 აპრილს – 441.
ოთხივე ქვეყანა შემთხვევათა რაოდენობის კლებას საგანგებო რეჟიმის გამკაცრებულ ზომებს უკავშირებს.


