
ფაშინიანი: "დინამიკის სამჯერ შემცირება გვაქვს"
06/04/2020 07:35:09 კავკასია
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის მხოლოდ 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.
"ეს ბოლო კვირის მანძილზე ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. „სამი აპრილიდან 253 ჩატარებულ ტესტსში 34 დადებითი იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ეს დინამიკის სამჯერ შემცირებაა“,-აღნიშნა ფაშინიანმა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთში ვირუსი 822 პირს დაუდასტურდა, გარდაცვლილია 7 ადამიანი.