იაპონიის მთავრობა ქვეყანაში 6–თვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს
06/04/2020 07:11:16 მსოფლიო
იაპონიის მთავრობა ქვეყანაში 6–თვიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს, – იუწყება TBS.
მისივე ცნობით, ხელისუფლება შესაბამის გადაწყვეტილებას მაქსიმუმ 2 დღეში მიიღებს.
„განიხილება საკითხი, რომ საგანგებო მდგომარეობა 6 თვის განმავლობაში გაგრძელდეს“, –იუწყება გამოცემა.
ბოლო მონაცემებით, იაპონიაში ახალმა კორონავირუსმა 85 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 3 654, გამოჯანმრთელებულია 257.


