Accentnews.ge
მამაკაცმა, რომელმაც ესპანური გრიპი და მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, 104 წლის ასაკში კორონავირუსიც დაამარცხა

მამაკაცმა, რომელმაც ესპანური გრიპი და მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, 104 წლის ასაკში კორონავირუსიც დაამარცხა

06/04/2020 06:46:12 მსოფლიო

ამერიკელმა მამაკაცმა, რომელმაც ესპანური გრიპი, „დიდი დეპრესია“ და მეორე მსოფლიო ომი გამოიარა, 104 წლის ასაკში ახალი კორონავირუსიც დაამარცხა.

უილიამ ლაბსქისი ორეგონში „Edward C. Allworth“ სახელობის ვეტერანთა სახლში ცხოვრობს. მას დაავადების სიმპტომები 5 მარტს გამოუვლინდა. 1 აპრილს კი საკუთარ დაბადების დღეს კორონავირუსისგან განკურნებული შეხვდა.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში დაავადებამ 9 618 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 336 830, გამოჯანმრთელებულია 17 977.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 69 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 270 000–ს გადააჭარბა, 265 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 188 შემთხვევაა დადასტურებული. 188 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S