რიუდიგერი – ექიმების წინადადებაზე: "რასიზმის გამოვლინების უმაღლესი ფორმა!"
06/04/2020 06:10:22 მსოფლიო
ლონდონის „ჩელსის“ მცველმა ანტონიო რიუდიგერმა მწვავედ გააკრიტიკა რამდენიმე ექიმის წინადადება, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა აფრიკელებზე გამოიცადოს. გერმანელმა ფეხბურთელმა ამას რასიზმის უმაღლესი გამოვლინება უწოდა.
„გარკვეული ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ ამ ადამიანებისთვის სიტყვები მომეძებნა… ორი ფრანგი ექიმი გამოდის წინადადებით – COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა აფრიკაში გაიტესტოს, თითქოს აფრიკელები ცხოველები არიან?! საზიზღრობაა! ეს არის რასიზმის გამოვლინების უმაღლესი ფორმა და საშინელი განცხადება ყველა შავკანიანის წინააღმდეგ… საერთოდ როგორ შეიძლებოდა ამის ტრანსლირება საფრანგეთის ტელევიზიით?“ – დაწერა რიუდიგერმა „ტვიტერში“.
უფრო ადრე, ამ წინადადების მიმართ პროტესტი გამოთქვეს სამუელ ეტო’ომ, დიდიე დროგბამ და აფრიკული ფეხბურთის სხვა ლეგენდებმა.


