Accentnews.ge
ირლანდიის პრემიერი პანდემიის დასრულებამდე ექიმადაც იმუშავებს

ირლანდიის პრემიერი პანდემიის დასრულებამდე ექიმადაც იმუშავებს

06/04/2020 06:02:18 მსოფლიო

ირლანდიის მთავრობის მეთაური ლეო ვარადაკარი პანდემიის დასრულებამდე ექიმადაც იმუშავებს. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, პრემიერ-მინისტრი საექიმო პრაქტიკას განახორციელებს კვირაში ერთხელ "შესაბამისი კვალიფიკაციის მიხედვით“.

ცნობისთვის: ლეო ვარადაკარმა დუბლინის ტრინიტის კოლეჯი დაამთავარა და 2010 წელს მიღებული აქვს საერთო პრაქტიკის ექიმის (თერაპევტის) დიპლომი. მისი მშობლებიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

ირლანდიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 000-ს მიაღწია, გარდაცვლილია 158 ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S