Accentnews.ge
საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

საქართველოს სამეზობლოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება

06/04/2020 05:42:56 მსოფლიო

საქართველოს სამეზობლოში ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით ყველაზე მძიმე მდგომარეობა, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთშია.

  • თურქეთი: 27 069 ინფიცირებული, 574 გარდაცვლილი
  • აზერბაიჯანი: 584 ინფიცირებული, 7 გარდაცვლილი
  • სომხეთი: 822 ინფიცირებული, 7 გარდაცვლილი
  • რუსეთი: 5 389 ინფიცირებული, 45 გარდაცვლილი

არაოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია და მოსკოვი რეალურ ვითარებას მალავს.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 69 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 270 000–ს გადააჭარბა, 265 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული. 174 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S