Accentnews.ge
თურქეთს პრეტენზიებს საბერძნეთი უყენებს

თურქეთს პრეტენზიებს საბერძნეთი უყენებს

07/06/2019 05:27:58 სხვა, მსოფლიო

თურქეთის მიერ რუსული S- 400 -ის შესყიდვის გამო საბერძნეთის მთავრობა შეშფოთებულია,– იუწყება რუსული მედია.ამავე წყაროების ცნობით, ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა ევანგელოს აპოსტოლაკისმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ თურქეთი რუსულ საზენიტო სარაკეტო სისტემას შეიძენს, ეს ეგეოსის ზღვის საჰაერო სივრცეში ძალთა ბალანსს დაარღვევს და საბერძნეთს იძულებულს გახდის შეიარაღებას გადახედოს. 

აღნიშნულ საკითხზე უთანხმოებაა აშს–სა და თურქეთს შორის. როგორც ცნობილია, შეერთებული შტატები თურქეთს უარს ეუბნება, გადაამზადოს ის თურქი პილოტები, რომლებსაც  ბომბდამშენ F-35 ტიპის სამხედრო თვითმფრინავების მართვა უნდა ესწავლათ. 


რუსეთთან თანამშრომლობის გამო შესაძლოა, თურქეთს სანქციებიც დაუწესდეს და ვერც ამერიკისგან დაპირებული F-35 ტიპის გამანადგურებლები მიიღოს. მედიაში გავრცელებულ ამ ინფორმაციას ანკარაში არ ადასტურებენ. 

ცნობისთვის:  CNBC–ს ინფორმაციით, აშშ–მა თურქეთს ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის. რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება.  გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. როგორც აშშ–ის სენატში განაცხადეს, თუ თურქეთი S-400-ებს განათავსებს მის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S