თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 73 ადამიანი გარდაიცვალა
05/04/2020 19:29:46 მსოფლიო
თურქეთში ბოლო 24 საათში ახალი ტიპის კორონავირუსით 73 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი კორონავირუსით თურქეთში 574 ადამიანია გარდაცვლილი.
ამასთან, ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3135-ით გაიზარდა. საერთო ჯამში კი თურქეთში 27 069 შემთხვევაა გამოვლენილი.
„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში 20 065 ტესტი ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების ერთ–ერთ წყაროდ ფულიც სახელდება.
ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 65 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 200 000–ს გადააჭარბა, 251 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული. 174 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.


