Accentnews.ge
კვლევა – COVID-19 შესაძლოა, 8–მეტრიან დისტანციაზეც გავრცელდეს

კვლევა – COVID-19 შესაძლოა, 8–მეტრიან დისტანციაზეც გავრცელდეს

05/04/2020 17:16:02 მსოფლიო

ახალი კორონავირუსი (COVID-19) შესაძლოა, 2–მეტრიანი დისტანციის მიღმაც გავრცელდეს. როგორც ჟურნალში „American Medical Association“ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი, COVID-19 შესაძლოა, 8–მეტრიან დისტანციაზეც გავრცელდეს.

„ინფიცირებული ადამიანის ხველების ან ცემინების დროს ვირუსის ნაწილაკები ჰაერში გამოდის, რომელიც შესაძლოა, 2–მერტიან დისტანციაზე 4–ჯერ უფრო შორ მანძილზე გავრცელდეს. იგი შესაძლოა, ჰაერში რამდენი წუთის განმავლობაში დარჩეს“, – წერს „American Medical Association“.

„კვლევის შედეგების თანახმად, მედპერსონალი, რომელიც ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს, ყველაზე დიდი რისკის ქვეშაა“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა ლიდია ბოუროუიბამ.

იგი მოქალაქეებს, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების სველი წესით დალაგებისა და ხშირი განიავებისკენ მოუწოდებს.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში COVID-19–ის გავრცელების გამო რიგი ქვეყნების მოქალაქეებს ქუჩაში პირბადის გარეშე გამოსვლა ეკრძალებათ.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 65 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 200 000–ს გადააჭარბა, 251 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 174 შემთხვევაა დადასტურებული. 174 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S