Accentnews.ge
მე–2 დღეა, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება

მე–2 დღეა, ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება

05/04/2020 10:59:05 მსოფლიო

მე–2 დღეა, ესპანეთში ახალი კორონავირუსით (Covid-19) გარდაცვლილთა რაოდენობა შედარებით შემცირდა. დღეს, 5 აპრილს ქვეყანაში ვირუსმა 674 ადამიანი იმსხვერპლა და 6,023 დაინფიცირდა. 4 აპრილს დაავადებამ 809 პირი შეიწირა და 7 026 დაინფიცირდა.

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში Covid-19–მა 12 418 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 130 759, გამოჯანმრთელებულია 38 080.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 65 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 200 000–ს გადააჭარბა, 251 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 170 შემთხვევაა დადასტურებული. 170 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 2 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S