ეკვადორში COVID-19-ით გარდაცვლილთა გვამებს ქუჩებში ტოვებენ (ვიდეო)
05/04/2020 09:45:14 მსოფლიო
ეკვადორის დასავლეთში მდებარე ქალაქ გუიაიაქუილში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამებს ქუჩებში ტოვებენ, – იუწყება CNN.
„კორონავირუსის პანდემიის გამო საავადმყოფოებში აღარ არის თავისუფალი საწოლები, რომ დაავადებულებს უმკურნალონ, მორგები, სასაფლაოები და დამკრძალავი ბიუროები გარდაცვლილთა დაკრძალვის ცერემონიების ჩატარებას ვეღარ აუდიან. ადგილობრივთა ნაწილის განცხადებით, მათ უბრალოდ სხვა არჩევანი აღარ რჩებათ და გვამებს ქუჩებში ტოვებენ“, – იუწყება CNN.
„5 დღეა, ველოდებით პასუხს შესაბამისი სამსახურებისგან. დავიღალეთ 911–ზე დარეკვით. ერთადერთი, რასაც გვეუბნებიან არის სიტყვა „დაგველოდეთ“, – აცხადებს ფერნანდო ესპანა ვიდეო–მიმართვაში, რომელიც „Reuters“–მა მოიპოვა. იგი ვიდეო–მიმართვის ბოლოს კამერას სახლის იმ კუთხისკენ აბრუნებს, სადაც, მისი თქმით, მეხუთე დღეა, გვამი აქვს განთავსებული.
ოფიციალური მონაცემებით, 23 მარტიდან 30 მარტის ჩათვლით პერიოდში ეკვადორის ხელისუფლების შესაბამისი სამსახურებმა 300–ზე მეტი გვამი მოაგროვეს ქალაქ გუიაიაქუილის მაცხოვრებელთა სახლებიდან. ქალაქში სულ 3 მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს.
ხელისუფლების განცხადებით, ქალაქ გუიაიაქუილში რამდენიმე კონტეინერი განთავსდა, რომლებიც დროებით მორგების დანიშნულებას შეასრულებენ. ხელისუფლების განცხადებით, ისინი უახლოეს მომავალში აპირებენ შექმნან სივრცე გარდაცვლილთა "ღირსეული დაკრძალვისთვის".
ეკვადორის საგანგებო დეპარტამენტის განცხადებით, 3 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში ახალი კორონავირუსის 3368 შემთხვევაა დადასტურებული და დაავადებით 145 ადამიანი გარდაცვლილი. 145 დაღუპულიდან 102 შემთხვევა დადასტურდა გუაიას პროვინციაში, სადაც ქალაქი გუიაიაქუილი მდებარეობს.


