Accentnews.ge
ამერიკელი ექიმი: "მოგვიწევს, გადავიდეთ საწვიმარებისა და ნაგვის პარკების გამოყენებაზე, ვერ დაველოდებით სახელმწიფოს მიერ მარაგების შევსებას"

ამერიკელი ექიმი: "მოგვიწევს, გადავიდეთ საწვიმარებისა და ნაგვის პარკების გამოყენებაზე, ვერ დაველოდებით სახელმწიფოს მიერ მარაგების შევსებას"

04/04/2020 19:55:46 მსოფლიო

ბრუკნილინის სამედიცინო ცენტრის "SUNY Downstate" პრეზიდენტი, ექიმი ვეინ რაილი აცხადებს, რომ სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტის გამო საავადმყოფოს მედპერსონალს საწვიმარებისა და ნაგვის პარკების გამოყენება მოუწევთ.

"ჩვენი მარაგი დაახლოებით 2 დღე გვეყოფა, მაგრამ ვერ დაველოდებით სახელმწიფოს მიერ მის შევსებას, რადგან ყველამ ვიცით, ეროვნული მარაგი საკმაოდ შემცირებულია. შესაბამისად, ახლა კრეატიულობის დროა", – განაცხადა ბრუკნილინის სამედიცინო ცენტრის პრეზიდენტმა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია.

ბოლო მონაცემებით, აშშ–ში ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000–ს გადააჭარბა, დაღუპულია 8 306 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 14 686.

ცნობისთვის: მსოფლიოში "COVID-19"–მა 60 000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 130 000–ს გადააჭარბა, 235 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 162 შემთხვევაა დადასტურებული. 162 ადამიანიდან 36 გამოჯანმრთელებულია. დაფიქსირდა გარდაცვალების 1 შემთხვევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S