
ბორჯომიდან გაუჩინარებული ორი არასრულწლოვანი გოგონა ზესტაფონში იპოვეს
07/06/2019 03:36:24 სხვა, სამართალი
ბორჯომიდან გაუჩინარებულ ორი არასრულწლოვანი გოგონა ზესტაფონში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია "აქცენტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, მეცხრეკლასელი გოგონები პოლიციამ გვიან ღამით სახლებში დააბრუნა. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
არასრულწლოვნების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.
ცნობისთვის: ბორჯომის პირველი საჯარო სკოლის მე-9 კლასის ორი მოსწავლე გოგონა გუშინ დილით გაუჩინარდა.